
ევრომაიდნის მონაწილე აქტივისტები „ტვიტერში“ აქვეყნებენ ფოტოს და ინფორმაციას იმაზე, რომ სავარაუდოდ, სპეცსამსახურები, დაშინების მიზნით, SMS–ებს უგზავნიან.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები ერთდროულად მიიღეს ვერომაიდნისა და ავტომაიდნის აქტივისტებმა. შეტყობინებები დაეგზავნათ ასევე გრუშევსკის ქუჩაზე მყოფ აქტივისტებსაც.
მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ნათქვამია:
„პატივცემულო აბონენტო! თქვენ რეგისტრირებული ხართ, როგორც მასობრივი არეულობის მონაწილე“.