
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ტერორისტებმა ჯიჰადი გამოუცხადეს.
ვიდეომიმართვა მუქარის ტექსტით მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ორი მამაკაცი მუსულმანთა სიკვდილის გამო შურისძიებით იმუქრება:
„ჩვენ მოვამზადეთ საჩუქარი თქვენთვის და ყველა იმ ტურისტისთვის, ვინც ოლიმპიადას დაესწრება. თუ თქვენ გამართავთ ოლიმპიადას, ჩვენგან მიიღებთ საჩუქარს იმ მუსლიმების გამო, რომელთა სისხლიც დაიღვარა", - ამბობენ სავარაუდო ტერორისტები ვიდეომიმართვაში.
ჯერჯერობით მიმართვის ტექსტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.