-
2014-01-20 22:53
რადიო „თავისუფლების“ რუსული რედაქცია „ფეისბუქის“ გვერდზე სოჭში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას „დღის ფოტოდ“ ასათაურებს.
როგორც აღწერილობაშია ნათქვამი, ფოტო სოჭის ოლიმპიადის მედიაცენტრში, მამაკაცთა ტუალეტშია გადაღებული.
რადიო „თავისუფლებას“ აქვე მოჰყავს „ტვიტერის“ პოპულარული მომხმარებლის „Дядюшка Шу“–ს მიერ მისსავე მიკრობლოგზე გამოქვეყნებული გამოხმაურება:
„სექსუალურ უმცირესობათა უფლებების შელახვის თაობაზე რუსეთის კრიტიკის პასუხად, ოლიმპიურ სოჭში მსოფლიოში პირველი გეი–ტუალეტი ააშენეს“.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო გამოქვეყნდა: "საპირფარეშო ბეატლონის ნაკრებისთვის", – ჩაწერილია აღწერილობაში.
