
დეპუტატ გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ ქეისთვის ბოდიშის მოხდა, ცილისწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფა და 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა:
„მსგავსი მაგალითი კარგი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო ცილისმწამებლურ განცხადებებს გაავრცელებს“-განაცხადა ბრალდების მხარემ.
დაცვის მხარის მტკიცებით, კი ვაშაძემ გამოხატა საკუთარი მოსაზრება და ადგილი არ ჰქონია ცილისმწამებლურ განცხადებას.
ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძემ განცხადება 2013 წლის თებერვალში გააკეთა, მან ქეის „საერთაშორისო თაღლითი“ უწოდა.