ტოჩინოშინი წელს უკვე მეორედ კარგავს ოძეკის ტიტულს
ქართველი სუმოისტი, რომელიც საზოგადოებისთვის ტოჩინოშინის სახელით არის ცნობილი, წელს უკვე მეორედ კარგავს ოძეკის წოდებას. ამის მიზეზი კი წინა ტურნირზე წაგებული თამაშების რაოდენობა გახდა.
მიუხედავად ამისა, ტოჩინოშინისთვის 2019 წლის ბოლო ტურნირი გადამწყვეტი იქნება, რადგან ამით გადაწყდება მისთვის ოძეკის ტიტულის დაბრუნება.