-
2014-08-21 23:07
მდინარე თერგმა, ვლადიკავკაზში ცხედარი გამორიყა, გარდაცვლილი სავარაუდოდ ის პირია, რომელიც დარიალის ხეობაში სტიქიის დროს დაკარგულად გამოცხადდა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით გარდაცვლილი სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქია,რომელიც წუხელ სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით ასევე ნაპოვნია სტიქიის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქეც, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ.
ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, ოფიციალური მონაცემებით დაკარგულად ორი ადამიანი ითვლებოდა, რომელთა სამძებრო სამუშაოები მთელი დღე მიმდინარეობდა.