
რესტორან "წისქვილთან" ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა მას დანით მუცლის არეში აქვს მიყენებული,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,აქცენტი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.