-
2014-08-21 14:12
"ჩემთვის ეს მეხუთე კაზანტიპია, საქართველოში კი პირველად ვარ და, მართალი გითხრათ, ჯერ ვერაფრის დათვალიერება ვერ მოვასწარი, აქ მოსკოვიდან ჩამოვედი", - უთხრა "ლაივპრესს" "კაზანტიპის" ახალმოსახლემ მოსკოვიდან.
მისი თქმით, ანაკლიაში ფასები არათუ მისაღები, ძალიან იაფიც კია:
"ფასები? მისაღები კი არა, ძალიან იაფია ყველაფერი... ძალიან იაფი! იმედი მაქვს, ადგილობრივი ბიზნესმენები მომავალ წელს მაინც მიხვდებიან, რომ ვინც აქ ჩამოდის, ფულიც აქვს", - ამბობს ტურისტი.
შეგახსენებთ, რომ "კაზანტიპის" ტერიტორიაზე ასეთი ფასებია:
მოხარშული სიმინდის ერთი ტარო, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე სანაპიროზე 1-1,5 ლარი ღირდა, სამჯერ გაძვირდა და 5 ლარი ღირს, ამდენივე დაგიჯდებათ ერთი კათხა ლუდი და ნახევარი ლიტრი "კოკა-კოლა", მომცრო ზომის ქართული შოთი პური 3 ლარი ღირს, ერთი ცალი ხინკალი 2, პელმენი კი 1 ლარი.
ენერგეტიკული სასმელი 6-8 ლარია, ხოლო კოქტეილის ფასი 20 ლარიდან იწყება. 20 ლარი ღირს ასევე ღორის მწვადი შამფურზე, 250 გრამი ჩიფსის ფასი 7 ლარიდან იწყება, ერთი ულუფა ფრი კი 6 ლარია. გაძვირდა სიგარეტიც: წითელი "მალბორო" სავაჭრო ობიექტებში 8 ლარი ღირს, "პარლამენტ ლაითი" და "უინსტონ ლაითი" 6, ხოლო "მაგნა" - 5 ლარი. იყიდება ასევე უფილტრო სიგარეტებიც, რომლის შეძენა 3 ლარი დაგიჯდებათ. სხვათა შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ უფილტრო სიგარეტი იყიდება.
"ლაივპრესის" მიხედვით. "ლაივპრესის" ვიდეო.