როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები საშინელი სიცხისგან - რას გვირჩევენ ექიმები

Image

ექიმები ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ბავშვებს, მოხუცებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ურჩევენ.

 

 

ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მიეკუთვნებიან გულ-სისხლძარღვთა, ჭარბი წონის, ენდოკრინული სისტემის და სხვა ქრონიკური დაავადებების მქონე პაციენტები.

 

ცხელ დღეებში დიდი ოდენობით სითხის მიღება აუცილებელია, კერძოდ, წყლის და მინერალური წყლის. სტურუას განმარტებით, სითხეებში არ შედის ტკბილი სითხეები და ალკოჰოლი. არ არის სასურველი ძალიან ცივი სითხეების მიღება, რადგან შესაძლოა ამან კუჭის სპაზმი გამოიწვიოს.

 

„ქრონიკულად დაავადების მქონე პირებისთვის გარკვეულ შემთხვევვებში დიდი ოდენობით წყლის მიღება რეკომენდირებული არ არის და ამდენად, მათ ექიმთან კონსულტაციის შედეგად უნდა დაადგინონ, რა ოდენობით წყალი უნდა მიიღონ დღეში. ზოგადად ჯანმრთელ ადამიანს დღეში 2-3 ლიტრი წყალი ესაჭიროება.

 

ბავშვების მშობლებს უნდა ვუთხრათ, რომ დაძალება რომ დასჭირდეთ, ბავშვებს სითხე უნდა მიაღებინონ. ასევე მოხუცები უნდა გაუფრთხილდნენ თავს, რადგან მათ წყურვილი ნაკლებად აწუხებთ და დეჰიდრატაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან. სასურველია, ყველას სახლიდან გასვლისას თან ჰქონდეს ბოთლით წყალი", - აღნიშნა არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა  ლელა სტურუამ.

 

მისივე განცხადებით, ასევე ცხელ დღეებში მოსახლეობა შუადღის საათებში სახლიდან გასვლას მაქსიმალურად უნდა მოერიდოს.

 

"საქმეები ესე უნდა დაგეგმონ, რომ მათ დილით ადრე, ან საღამოს გვიან მოუწიოთ სახლიდან გასვლა. მზის პირდაპირი ზემოქმედების შემთხვევაში კი თავზე უნდა დაიფარონ ქუდი და მზის სათვალით დაიცვან თვალები.

 

წაისვან კრემი დამცავი ფაქტორებით, რომლის შემცველობა უნდა იყოს 30 და მეტი. უნდა ჩაიცვან ღია ფერის ბუნებრივი მასალის სამოსი", _ დასძინა სტურუამ.

 

სპეციალისტი ურჩევს მოსახლეობას, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს მშობლებმა ბავშვები სახლიდან გაიყვანონ. კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, სადაც სიგრილეა. თუნდაც მეტროებსა და სუპერმარკეტებში.

 

საცხოვრებლებში ხშირად გაანიავონ ოთახები.

სტურუას თქმით, სითბური ანუ მზის დაკვრის დროს პაციენტს მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, თავბრუსხევა აღენიშნება. ასეთ დროს მოსახლეობამ ექიმს უნდა მიმართოს.

 

გარუჯვის მსურველებს სპეციალისტი ასევე ურჩევს, რომ რუჯის მიღება მხოლოდ დილით 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ შეიძლება.

 

ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !