„ალგორითმის“ ხელმძღვანელი განათლების სამინისტროს სიცრუესა და არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს

Image

„ალგორითმის“ ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი განათლების სამინისტროს ცრუ არგუმენტების მოყვანასა და არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ „ალგორითმის“ მიერ წარდგენილი ნეთბუქები პირველკლასელებისთვის სრულად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.

 

გიორგი კორახაშვილი განათლების სამინსიტროს მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ მოდელს „ალგორითმის“ მიერ შეთავაზებულს ადარებს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, შესაძლოა, სამინისტროს გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს:

 

სასაცილოა, სატირალი თუ არ გახდა!!!

 

კიდევ ერთხელ მივმართავ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპანია “ალგორითმი” სახელით:

 

1) მინდა იცოდეთ რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები ვითარდება ყოველწლიურად, ამიტომ იმაზე აპელირება რომ წლევანდელი მოთხოვნილი ტექნიკის კონფიგურაცია არის უკეთესი ვიდრე გასული წლების, ელემენტარული უცოდინრობის გამოვლივნებაა ამ სფეროში;

 

2) მთელი პიარი, რასაც აწარმოებს განათლების სამინისტრო არის სიცრუეზე აწყობილი: ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნიკა სრულად აკმაყოფილებდა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოთხოვნებს UGT-ის ნეთბუქებისგან განსხვავებით, ამის ამსახველი დოკუმენტაცია არსებობს.

 

3) მოსახლეობისთვის მინდა ავხსნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური სპეციფიკაციები (პროცესორი, მეხსიერება და ა.შ.) იდენტურია როგორც “ალგორითმი”-ს ბუქების ასევე UGT-ის ნეთბუქების, განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ჩვენს ბუქებს გააჩნიათ სპეციალური დაცვა მტვრევისგან და ნებისმიერი გარე დაზიანებისგან, ამასთან სითხეების გადასხმის ან ჩასხმის შემთხვევაში მას გააჩნია ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ბუქის დაცულობას. მოცემული ოპცია არაა გათვალისწინებული UGT-ის მიერ მისაწოდებელ ტექნიკაში რაც სამწუხაროდ განათლების სამინისტრომაც უყურადღებოდ დატოვა;

 

4) კიდევ ერთი თვალნათელი ნიშანი იმისა, რომ UGT-ის ნეთბუქები არ არის სასწავლო პროცესებისთვის განკუთვნილი მისსავე დასახელებაშია Travelmate B115. ეს მოდელი წარმოადგენს ჩვეულებრივ ნეთბუქებს ყოველგვარი სპეც მოთხოვნების გარეშე, რაც ჩვენი აზრით სრული ნონსენსია და დანაშაული, როდესაც საქმე გვაქვს 6 წლის ბავშვებთან, ხოლო ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბუქი არის სპეციალურად დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის შემუშავებული კომპანია Intel-ის მიერ-Classmate pc, რაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალნათლივ ნახოს ინტერნეტ სივრცეში.

 

5) განათლების სამინისტროს მიერ არასწორად ჩატარებული ტენდერის მოსალოდნელი შედეგი ჩვენი აზრით იქნება ის, რომ წლევანდელ პირველკლასელთა ნეთბუქებს ექნებათ ბევრი წუნი, რაც გამოწვეული იქნება მათი ფიზიკური დაზიანებით (მშობლებიც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ, როდესაც ბავშვებს ამ ნეთბუქებს ჩააბარებენ, რათა არც ნეთბუქი არ დაზიანდეს და არც ბავშვის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე). ერთადერთი გამოსავალი, რათა მძიმე ტვირთად არ დააწვეს პირველკლასელთა მშობლებს დაზიანებული ტექნიკის ანაზღაურება, იქნება ის რომ განათლების სამინისტრომ ან კომპანია UGT-იმ აიღოს პასუხისგებლობა ყველა დაზიანებულ ნეთბუქზე და უპირობოდ უზრუნველყოს მათი შეკეთება ან გამოცვლა.

 

კიდევ ერთი, არასოდეს არ შეზღუდოთ ქართული წარმოება დამატებითი რეგულაციებით და ნუ ჩაწერთ მოთხოვნებში დისკრიმინაციულ პუნქტს - მსოფლიო ბაზარზე არსებობის 10 წლიანი გამოცდილება; ჩვენ ჯანდაბამდეც გზა გვქონია, ნუ გააჩერებთ სხვა ახლად ფეხადგმულ ქართულ საწარმოებებს!!!

 

აქვე გთავაზობთ რამოდენიმე ლინკს სადაც აღწერილია სასწავლო პროცესებისთვის აუცილებელი თვისებები რომელიც გააჩნია ჩვენს ბუქებს, მადლობელი ვიქნებით თუ UGT-იც დადებს თავისი პროდუქტის გამოცდილებას სასწავლო პროცესში რომელიმე ქვეყანაში.

 

ბმული1

ბმული2;

მული3; 

ბმული4

 

P.S. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ნამდვილად გვინდა, რომ ვცდებოდეთ ჩვენს შეფასებებში, თუმცა სიმართლე ერთია და ის აუცილებლად უნდა გვეთქვა...“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !