„გაიგო ხომ საქართველოს საზოგადოებამ, რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს“

Image

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით,  თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.

 

 

„ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები.

 

და რომ არ გადაგვეცა და კიდევ 20 ქვეყანა დამატებოდა ამაში, რა იქნებოდა, ხვდებით. მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო.

 

მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კითხვაზე, რატომ გახდა პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოება საჭირო, ექს-პრეზიდენტი პირადი უსაფრხოების მიზეზს ასახელებს.

 

„ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, არის საიდუმლო.

 

გაიგო ხომ საქართველოს საზოგადოებამ, რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს. ამით მოეშვა მთავრობას?

 

პრეზიდენტიც არის ადამიანი და ხანდახან პროსტატაც სტკივა, მერე? მოეშვა ამით ივანიშვილს, რომ ეს გამოაქვეყნა? რა მიიღო ამით?! 2008 წელს პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს პირადად გაანადგურებდა.

 

იყო ეს თუ არა ასე? მედვედევმა თქვა თუ არა, რომ პოლიტიკური ცხედარი ვარ? ამის შემდეგ, ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას ჩვეულებრივად გაასაიდუმლოებდა თუ სად მივდივარ, როგორ მივდივარ.

 

ეს იყო რეკომენდაცია ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ, არასდროს მყოლია ზედმეტი დაცვა, რადგან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გადავადგილდები ჩვეულებრივად. ამ ყველაფრის დოკუმენტირება მოხდა და გადაეცა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !