
როგორც მომღერალი ამბობს, მან დედას საჩუქარი გაუკეთა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა.
„ამ ამბის მერე ტყუილი ისე შემძულდა, რომ მეგობარმა თუ მომატყუა მაშინვე ვკარგავ... მოკლედ გიამბობ, რა მოხდა: „დედის დღე“ ახლოვდებოდა.
მოგეხსენება, პატარა ბავშვს ფული არ აქვს, რომ მაღაზიაში რამე იყიდოს. ფული რა იყო, არც ვიცოდი. ყველაფერი ქვეცნობიერად მოხდა.
მაღაზიაში დედასთან ერთად ვიყავი, როცა ქალის ნივთები მოვიპარე. „დედის დღის“ დადგომას ველოდი. დღესასწაულზე დედას საჩუქარი მივართვი.
მკითხეს ნივთები საიდან გაქვსო? თავიდან დავმალე, რომ მოვიპარე, მაგრამ საბოლოოდ, ვერ მოვიტყუე და გამოვტყდი. სასტიკად დამსაჯეს.
ხელი მომკიდეს და იმ დღესვე მაღაზიაში „მიმიტანეს“; 1-2 მომცხეს კიდეც“, - აცხადებს დურგლიშვილი
„გზა“