ბაჩო ახალაია უკრაინის თავისუფლებისთვის ქართველების მობილიზაციას იწყებს

Image

საქართველოს თავდაცვისა და სს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში საქართველოში მობილიზაციის გამოცხადებას აანონსებს და საგანგებო მიმართვაში წერს, რომ ეს იქნება პასუხი უკრაინელების მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციის დროს გაწეულ დახმარებასა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგებში დგომაზე.

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ბაჩო ახალაიას საგანგებო მიმართვას:

 

თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს!

 

ძმებო, დღეს ნამდვილად მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ეს ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე. გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს პატრიოტები, რომ უკრაინელების 20 წლის წინანდელი, აფხაზეთში ჩვენთვის გაწეული დახმარება არ იყოს დავიწყებული, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი უკრაინელი ძმები ისევ ჩვენს გვერდით დადგნენ სოხუმის და გაგრის მისადგომებთან.

 

მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე - მაღალი ალბათობა უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმია შეიჭრას. ამ მომენტისთვის გვჭირდება მობილიზება, მხოლოდ ქართველი ოფიცრების და სამხედროების მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, აუცილებელია თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების მობილიზება, რათა დამატებითი და ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ უკრაინაში პუტინის რუსეთს.

 

ამიტომაც მოგიწოდებთ, დღესვე დავიწყოთ მობილიზება, თუნდაც სიების შედგენა იმ გულადი ქართველებისა, ვინც რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მზად იქნება დაუყოვნებლივ, მყისიერად თავისუფლების და აფხაზეთის სახელით გაემგზავრონ უკრაინაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ იქ ჩვენი მყოფი ქართველობა.

 

უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლების მტრის წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის!

 

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 558 75 22 55".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !