პატრულის ეკიპაჟმა19 წლის ფეხმძიმე გადაარჩინა

Image

ჩაქვში მცხოვრები 19 წლის ფეხმძიმე ინდირა სურმანიძე 11 აგვისტოს საღამოს 22:00 საათზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასწრაფოს ერთი საათი ელოდნენ, თუმცა ორსულის მდგომარეობა გართულდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გაუმართავი „ჟიგულით“ სცადეს.

 

მოძველებულ ავტომობილს გზაში საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც ოჯახს ორსულის საავადმყოფომდე მიყვანაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეხმარა.

 

გიორგი დუმბაძე - ინდირა სურმანიძის მამამთილი:

 

ცუდად იყო ჩემი რძალი. დავრეკე 112-ზე, დაელოდეთ და აუცილებლად მოვა სასწრაფო დახმარებაო, ასე მითხრეს. ერთ საათი ველოდებოდით სასწრაფოს, მაგრამ არ მოვიდა, თან რძალი უკვე ძალიან ცუდად იყო და გადავწყვიტეთ, ჩემი გაუმართავი "ჟიგულით" წაგვეყვანა საავადმყოფოში.

 

"ბენზეს" ტრასაზე მანქანას საბურავი გაუსკდა და გავჩერდით შუა გზაზე, ამ დროს დავინახეთ პატრულის მანქანა, გავაჩერე და ვთხოვე, დამეხმარეთ, მიშველეთ მეთქი, შვილი მიკვდება და გადაგვარჩინეთ-თქო.

 

მათ ყველა ღონე იხმარეს, სწრაფად მიიყვანეს საავადმყოფოში და გადაარჩინეს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. უკვე ორ საათზე მეტი დრო იყო გასული და მერე მოგვაკითხა სასწრაფო დახმარებამ.

 

თამაზ ლაგვილავა - პატრულ-ინსპექტორი:

 

თამარ მეფის გამზირზე მე და ჩემი მეწყვილე ვარეგულირებდით ინტენსიურ მოძრაობას, როდესაც მოგვმართა მოქალაქემ.  მანქანა იყო მოძველებული და მოძრაობა ინტენსიური, ის ვერ ახერხებდა ქალბატონის გადაყვანას სამშობიარო სახლში.

 

 ქალბატონი გადმოვსვით პატრულის ავტომანქანაში, დანარჩენი ეკიპაჟების დახმარებით მონაკვეთი სამშობიარო სახლამდე გათავისუფლდა, ჩემი მეწყვილე პირველად დახმარებას უწევდა ქალბატონს, სულ რამდენიმე წუთში საავადმყოფოს მორიგე ექიმს ჩავაბარეთ პაციენტი და ყველაფერი დასრულდა კეთილად. 

 

ambebi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !