„გავიხსენოთ ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობები, რომლებიც ამინისტირებულმა ან შეწყალებულმა პირებმა ჩაიდინეს“

Image

გავრცელებულ ინფორმაციას, პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოსთვის დაგეგმილი შეწყალების მაშტაბური აქტის  თაობაზე, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ გამოეხმაურა.

 

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული აქტი მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე კრიმინალურ მდგომარეობაზე.

 

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგას" ბუნებრივია საწინააღმდეგო არაფერი აქვს ამინისტიისა და შეწყალებისა, როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჰუმანური აქტებისა, თუმცა აქვე  ვაცხადებთ, რომ  აღნიშნული სამართებლივი მოქმედება  უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესებს!

 

უკვე განხორციელებული ამინისტიებისა და შეწყალებების  ფონზე, რამაც ბუნებრივია უარყოფითი გავლენა იქონია კრიმინალურ მდგომარეობაზე,  ამ  შეწყალების აქტმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება,  გამორიცხულია მკვეთრად უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს  ქვეყანაში დანაშაულებრივ მდგომარეობაზე.

 

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია  მიმართოს  ოფიციალურ სტრუქტურებს და მათთვის თვალსაჩინო გახდება, ამინისტიითა და შეწყალებებით განთავისუფლებული, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის გასამართლებულ პირთა მიერ, კვლავ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენათა შემაშფოთებელი რიცხვი.

 

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ  2013 წლის 2 აგვისტოს, ამინისტიით გათავისუფლებულმა პირმა, ხელყუმბარა შეაგდო და ააფეთქა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის  I განყოფილება;  2013 წლის 10 მაისს, კახეთში, ამინისტიით გათავისუფლებულმა პირმა ათი წლის ბავშვი გააუპატიურა. და ასეთი მძიმე სახის განმეორებით ჩადენილი დანაშაულების  ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. 

 

გავიხსენოთ ბოლო პერიოდში მომხდარი  მკვლელობები, რომლებიც ამინისტირებულმა ან შეწყალებულმა პირებმა ჩაიდინეს. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ  აღნიშნული ვითარება  მნიშვნელოვნად  აბრკოლებს და დამატებით სირთულეებს უქმნის პოლიციის მუშაობას, რომელსაც ისედაც სისტემატიურეად უწევს დამნაშავეობის  წინააღმდეგ ბრძოლა. 

 

მდგომარეობის გათვალისწინებით აღვნიშნავთ, რომ   პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოსათვის დაგეგმილი შეწყალების მაშტაბური აქტი,  საქართველოს თითოეული მოქალქისათვის უაღრესად სახიფათო, სახელმწიფო ინტერესებისათვის აშკარად დამაზიანებელი მოქმედება იქნება!“- ნათქვამია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !