-
2014-08-12 08:37
Hollywood Reporter-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კალიფორნიაში ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი გარდაიცვალა.
მსახიობის ცხედარი კალიფორნიის ქალაქ ტიბურონში, საკუთარ სახლში იპოვეს. რობინ უილიამსი 64 წლის იყო. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა - პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
რობინ უილიამსი 1998 წელს „ოსკარის“ მფლობელი გახდა, ამის გარდა ის „ოქროს გლობუსის“ ხუთგზის ლაურეატია. „მსახიობი, რომელსაც არასდროს ჩაუგდია არცერთი როლი“, - ასე მოიხსენიებენ მას კინომცოდნეები. რობინ უილიამსს 300 მეტ ფილმში აქვს ნათამაშევი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38