ნუმეროლოგია: რა გელით, თუ ცამეტ რიცხვში ხართ დაბადებული?

Image

რა გელით მომავალში, თუ 13 რიცხვში ხართ დაბადებული? რიცხვი 13 - რთული რიცხვია. მას ბევრი თარსად მიიჩნევს, მაგრამ ეს უბრალოდ ცრურწმენაა. რიცხვები 1-იანი და 3-იანი ძლიერი რიცხვებია და კარიერაში წარმატების მანიშნებელი.

 

ისინი პრაქტიკულები არიან, კარგად გეგმავენ მომავალს და ცხოვრებაში ამ გეგმებს ენერგიულად და სისტემატურად ახორციელებენ. გონიერი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ 13-ს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ისინი ამბიციურები არიან და ძალიან მყარი ხასიათისანი. ორი რიცხვის (1-ის, 3-ის) ერთობლიობა საოცარია.

 

ახლა განვიხილოთ ამ ორი რიცხვის ჯამი – 4. ის ურთიერთსაპირისპიროა 1-ის და 3-ის მიმართ. აქ გამუდმებული პესიმიზმი და სევდა დომინირებს. ერთი მხრივ - ძლევამოსილი ამბიცია და წარმატების წყურვილი, მეორე მხრივ კი - მერყევი ხასიათი, პესიმიზი და ცხოვრების მიერ მიცემულ შანსებზე უარის თქმა.

 

რიცხვ 13-ს საოცარი ათვისების უნარი აქვს, შეიძლება ითქვას, ირგვლივ ყველაფერს ისრუტავს. ამიტომაც სამუშაოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ასრულებს. აქედან გამომდინარე, იფიქრებთ, რომ მისთვის წარმატების მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ადამიანები წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, თუ თავს ხელში არ აიყვანენ და თავდაჯერებულება არ მოემატებათ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილები იმით, რაც გააჩნიათ და მეტი და მეტი სურთ ცხოვრებისგან. სწორედ ამაში გამოიხატება 1-ისა და 3-ის ამბიციები.

 

ემოციური თავისებურებები

 

13-ის ემოციური და სექსუალური ცხოვრება რთული და დაძაბულია. აქაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რიცხვის კონფლიქტთან გვაქვს საქმე. ზედაპირული რიცხვი 13 - საკუთარ თავში დარწმუნებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად. შინაგანად ის სხვის შეხედულებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მას სჭირდება გვერდით ადამიანი, ვინც მოიწონებს მის საქციელს და ბიძგს მისცემს გეგმების განხორციელებაში. რიცხვი 4 დიდ როლს ასრულებს 13-ის ემოციურ ცხოვრებაში. 4-ს რთულად უყვარდება, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მთელი ცხოვრებით. ამიტომაც რიცხვი 13-ის გულწრფელობა ეჭვგარეშეა. ის ძალიან სექსუალურია, მაგრამ გრძნობებს მოკლებული. საყვარელი ადამიანის მიმართაც ცხოველური ჟინი უფრო ამოძრავებს და სექსში უკონტროლო ხდება.

 

ჰარმონიული ურთიერთობები

 

რიცხვი 13 - რთული პარტნიორია. მისი გვერდში მყოფი უნდა ფლობდეს ბევრ სხვადასხვა თვისებას. პირველ რიგში, 13-ს თანადგომა სჭირდება იმისათვის, რომ თავდაჯერებულობა მოემატოს. ის პესიმისტია. ამიტომაც მის პარტნიორს უნდა შეეძლოს მისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა. მიუხედავად ამისა, რიცხვი 13 - ინსტინქტით ლიდერია და ბუნებით - ხელმძღვანელი. ამიტომაც სურს, რომ პარტნიორი მას ემორჩილებოდეს. 13-ის თანამგზავრისა და მეგობრის მთავარი ამოცანაა, გააღვიძოს და წარმოაჩინოს მისი უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობები და შინაგანი ბუნება. მაღალი სულიერი თვისებები, ეფექტურობა და ერთგულება 13-ს გამოჩენილ ადამიანად აქცევს.

 

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 3, 12, 21, 30.

 

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 22, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 1, 10, 28, 12, 21, 30.

 

ბედნიერი დღეები - კვირა, შაბათი, ხუთშაბათი.

 

ფერები - ცისფერი და რუხი.

 

ავადმყოფობები - თირკმელი, წელისა და თავის ტკივილი.

 

უარყოფითი მხარეები

 

13-ის მთავარი უარყოფითი თვისება - უკიდურესი პესიმიზმია. ამან შეიძლება გადახაზოს მთელი მისი დადებითი თვისებები. ეს ადამიანი ბუნებით ძალიან ეჭვიანია იმის გამო, რომ საკუთარი თავის რწმენას არის მოკლებული. 13 არასოდეს არის კმაყოფილი იმით, რაც გააჩნია და ცხოვრებისგან ბევრად მეტს ითხოვს. ამან შესაძლოა, 13-ში დაბადებული ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს.

 

რეკომენდაციები

 

პირველ რიგში, 13-მა უნდა დაძლიოს პესიმიზმი და ცხოვრებას ნათელ ფერებში შეხედოს. უამრავი კარგი თვისების მქონემ უნდა შეძლოს განავითაროს და წარმოაჩინოს თავისი დადებითი მხარეები. წარმატება მასთან ძალიან ახლოს არის და მან ეს ცხოვრებისეული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ბუნებით ლიდერს არაფერი უშლის ხელს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ერთადერთი დაბრკოლება მისი ყველაფრისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაა. ამიტომაც აუცილებელია, რომ პოზიტიურად განეწყოს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !