
მოცეკვავის თქმით, იგი ტატუების მანიაკია, უყვარს ტატუები, პირველი ტატუს შემდეგ დიდხანს ფიქრობდა, კიდევ რა დაეხატა ისეთი, რაც მასთან ახლოს იქნებოდა.
„ტატუირება ნარკოტიკივითაა, იმდენად აზარტში ვარ შესული...
გადავწყვიტე, ჩემი და ჯულიანას ცეკვა დამეხატა. შედეგად სხეულზე, მარცხენა მხარეს, ნეკნთან ჩემი და ჯულიანას სურათი მაქვს გადატანილი.
მინდოდა განსაკუთრებული და ჩემეული ამომესვირინგებინა, რაც მხოლოდ მე მექნებოდა, ამიტომ დავიხატე ჩემი და ჯულიანას ცეკვა.
მას ძალიან გაუხარდა, მიხვდა, რომ კარგი და ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე“, - ამბობს ოთო ფოლადაშვილი.
„რეიტინგი“