როგორ მოატყუეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებული რუსკა მაყაშვილი

Image

მსახიობის დედა, თამარ მაყაშვილი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სპონსორებთან და უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

 

 

„2012  წლის 31 დეკემბერი, ბავშვმა გაიმარჯვა, მანამდე კი მთელი ოთხი თვის მანძილზე  ყოველ გადაცემაზე ისმოდა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სპონსორი იყო „სუბტროპიკსითი“, რომ დავრეკეთ, რა ხდება, მთავრდება მშენებლობა? გვითხრეს, ამ კონკურსის პროდიუსერი იყო ალინა  არველაძე და  მასთან გაარკვიეთო.

 

ვურეკავ ალინას და პასუხი მესმის: მე იქ აღარ ვმუშაობ და “ეტა მენია ნი კასაეტსაო. კავო კასაეტსა? დავიდა კვინიკაძე, ძირექტორა პრაექტაო”. ძალიან სასიამოვნო.

 

აქვე ვიტყვი, რომ იცვლებიან  პროდიუსერები, მაგრამ კვინიკაძე სულ არის პროექტის დირექტორი და აკაკი გელოვანიც სულ არის პროექტის იურისტი, ანუ ეს ხალხი სულ საქმის კურსშია. ამ დროს მიკავშირდება ბათუმის მხარე და მეკითხება, რატომ არ ხდება  ჩუქების გაფორმება. ამ პერიოდში კვინიკაძემ  იკადრა, რუსო წაიყვანა საჯარო რეესტრში  და 2013 წელს შპს „იმედის” მხრიდან მოხდა 50-კვადრატულმეტრიანი ბინის გადაფორმება, ანუ ჩუქება რუსკა მაყაშვილისთვის.

 

სხვათა შორის, რუსკა მაყაშვილთან ერთად რეესტრში გატარებულია ვინმე კორნელი კემულარია, არ ვიცით ვინ არის ეს კემულარია, ამბობენ, რომ მიწის მეპატრონეაო და რუსკა არის თურმე სამომავლო მეპატრონე. ეს ამათი შიდა იურისპრუდენციაა, მაგრამ ჩვენ ეგეც ხომ არ ვიცოდით?

 

ამას კი ემთხვევა  „იმედში“ ამბები: ნოე გაუშვეს პროექტიდან, დანიშნეს დუტა სხირტლაძე და „იმედის“ ტელევიზიამ ბევრი იფიქრა თუ – ცოტა, გადაწყვიტა, რომ თურმე ახალი პროექტი აქვთ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რეიტინგის ასაწევად ოთხი სეზონის  ფინალისტებისა და  და ნახევარფინალისტების შოუს აკეთებენ და პატიჟებენ ჩემს შვილს!

 

ამაზე რუსიკო გადაირია და უპასუხა, ჩემი მოსაგები უკვე მოვიგე და არავისთან ცეკვას აღარ ვაპირებ ჩემი  ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასადო. ეს ახლა ერთი კვირის წინ! რა, ისევ რუსიკო მაყაშვილი დასჭირდათ? რეიტინგი აღარ აქვთ? სცენაზე ვისთან ერთად უნდა  დადგეს რუსიკო? ვისაც უკვე მოუგო?

 

თბილისი ხომ პატარა ქალაქია? ამას ბოლო სეზონზე ამბობენ და რაღაც ხომ მოხდა იქ? როცა მიშა მესხი წავიდა პირდაპირი ეთერიდან? და შარშანდელი მოგებული გახსოვთ ვინ არის? და თქვენ გჯერათ, რომ კონკურსი ხალხმა მოიგო?

 

ამიტომ მინდა, ჩემი მესიჯი ხალხთან მივიდეს! კარგად დაფიქრდნენ, სანამ ტელეფონს  ხელში აიღებენ და ვინმეს  მესიჯს გაუგზავნიან! რადგანაც, თუ ფიქრობენ, რომ მათ ფავორიტებს ამ კონკურსიდან რამე მისდით, მერე რომ შედეგები ცხადდება, ძალიან ცდებიან“, - აცხადებს თამარ მაყაშვილი.

 

„კვირის ქრონიკა“ 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !