
კანადურმა ბანკმა, მადლიერების კამპანიის „ATM – Automated Thanking Machine“ დახმარებით ათასობით ერთგული მომხმარებელი გაახარა.
„TD სერვისების“ მომხმარებლებმა ბანკის თანამშრომლებისგან მადლიერების წერილები მიიღეს, რომელთაც 20 დოლარიანი კუპიურებიც ახლდათ თან.
ბანკის ონლაინ მომსახურების მომხმარებლებს კი 20 დოლარი პირად ანგარიშებზე დაერიცხათ.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „TD ბანკს“ კანადის მასშტაბით 30 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გამოდის რომ ბანკმა მომხმარებლებს 600 000 დოლარამდე უკან დაუბრუნა.
ამასთან, როგორც ამ პოზიტიური ვიდეოს საშუალებით ნახავთ ბანკმა მომხმარებელს კიდევ ბევრი დაუვიწყარი საჩუქარი და ემოცია აჩუქა.
„მადლიერებას შეუძლია ადამიანის თითოეული დღე უკეთესობისკენ შეცვალოს, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც დღეს ჩვენს მომხმარებელს ვეუბნებით მადლობას”, - ამბობს „TD ბანკის“ გენერალური დირექტორი, ტიმ ჰოკი.
პ.ს. სულ საქართველოში მოქმედ ბანკებს წააგავს, არა?
4motivi