ეკა შანიძე: იმ უგვანო კლიპთან თავდაცვის სამინისტროს არანაირი კავშირში არა აქვს

Image

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა შანიძე გაოცებულია იმ აჟიოტაჟით, რაც სოციალურ ქსელში ქართულ ჯარზე მომღერალ სალომე წერეთლის მიერ გადაღებულმა კლიპმა გამოიწვია.

 

ეკა შანიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს კლიპთან არანაირი კავშირი არა აქვს, ვინმესთვის „იუთუბიდან“ კადრების გამოყენების აკრძალვა კი უწყებას არ შეუძლია.

 

„ფრიად გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ვიღაცეებს გონიათ იმ უგვანო კლიპთან (რომელსაც შეგნებულად არ ვაზიარებ) თავდაცვის სამინისტრო რამენაირ კავშირშია.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ ამ გოგონას პროდიუსერმა დამირეკა ტექსტით - ძალიან მაგარი სიმღერა ჩაწერა პერსექტიულმა მომღერალმა ამან და ამან (  ) და იქნებ კლიპი გადაგვაღებინოთ ჯარშიო. მე ვუთხარი სიმღერა გადმომიგზავნეთ და გადავწყვეტთთქო.

 

ჩემი რეაქცია ქუთაისის ,,მეტრომარტის" თანამშრომლებმა ნახეს . (იქ ვიყავი იმ დროს). 
პროდიუსერს ფსევდონიმით ,,ბრეგოვიჩი" აღარ შევუწუხებივარ. თუმცა თავიდანვე მითხრა - კარგი იქნება თუ დაგვეხმარებით, თუ არადა ჯარის კადრების მეტი რა არის იუთუბზეო.  

 

დანარჩენს უკვე მთელი საქართველო ვიშვიშით აზიარებს და ტირაჟირებას უკეთებს ამ საოცრებას.
მშვენიერი უფასო რეკლამა გაიკეთა ამ გოგომ.

 

P.S. არ მეგონა ამ სისულელეზე ამხელა განმარტება თუ დამჭირდებოდა

 

P.P.S. კიდევ ერთი - თავდაცვის სამინისტროს არ აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს იუთუბიდან კადრის გამოყენება. სხვა მისამართზე იჩივლეთ, თუ შეიძლება“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !