-
2014-08-10 23:39
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ, მას შემდეგ, რაც მის ავტომანქანას ჟურნალისტებმა ალყა შემოარტყეს და შვილთან ერთად გადაღების შემდეგაც არ მისცეს გზის გაგრძელების უფლება, ერთერთ ჟურნალისტს სილა გააწნა.
მარადონა მეგობარ გოგონასთან ვერონიკა ოხედასთან და პატარა შვილთან დიეგო ფერნანდოსთან ერთად თეატრში მიდიოდა. ჟურნალისტებს მან რამდენიმე წინადადება უთხრა და შვილიც გადააღებინა, ხოლო მას შემდეგ, რაც გზის გაგრძელების უფლება ამის მიუხედავად არ მისცეს, ის მანქანიდან გადმოვიდა, ერთერთ ჟურნალისტთან მივიდა და მას სილა გააწნა.