
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება.
დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 30-32 გრადუსი იქნება.