
ასეთი მინაწერი გაუკეთა საავადმყოფოში გადაღებული ფოტოს ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ, რომელიც „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
თავად ნაზღაიძე კომენტარისგან თავს იკავებს. მომხდართან დაკავშირებით მისი მეგობარი, თამუნა მუსერიძე საუბრობს.
„ინტერნეტის მეშვეობით გავიგე გიორგის ამბავი. იგი გუშინ ღამით სცემა ოთხმა უცნობმა მამაკაცმა ვარკეთილში. ისინი მოულოდნელად დაესხნენ თავს იმ დროს, როცა გიორგი მაღაზიიდან გამოდიოდა.
მან თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ მოსაგერიებლად ბეისბოლის ჯოხი გამოიყენა. ხმაურზე ხალხი გამოვიდა და თავდამსხმელები გაიქცნენ, გიორგი კი მეგობარმა საკუთარი მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა.
მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება მუცელში და თავზე. თავდამსხმელები ურტყამდნენ ფეხებს და ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში.
თავად ამბობს, რომ მისი დაყაჩაღება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან ხალხის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. თავად ძალიან სუსტად არის, ინციდენტის რაღაც დეტალები არ ახსოვს.
როგორც ვიცი ამის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია,“ - აღნიშნა თამუნა მუსერიძემ.
ambebi.ge