
გუშინ სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც მომღერლის ავარიაში მოყოლილი მერსედესი და ახალი „BMW X6“-ია აღბეჭდილი, რომლის ღირებულება მინიმუმ 40 000 დოლარია და რომლის ფონზეც ანრი ჯოხაძე თავს იწონებს.
შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალმა ავარიის შემდეგ ახალი ავტომობილი და ახალი „სახელობითი ნომერი“ - „joxadze“ შეიძინა, რომელიც დაახლოებით ათი ათასი ლარი ღირს.
თუმცა, „დრონი.ჯი“-სთან საუბარში ანრი ჯოხაძემ განაცხადა, რომ „BMW X6“ მისი არ არის.
„მანქანა მართლაც დავამტვრიე გუშინ, მაგრამ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება თეთრ ბეემვეს, არ არის ეგ ჩემი მანქანა, ბიძაშვილისაა, არსად არ დამიწერია, რომ ჩემია, უბრალოდ ფოტო გადავიღე, გამოვაქვეყნე და ყველამ ჩათვალა, რომ ჩემია“, - განაცხადა ანრიმ.
მომღერალმა კომენტარი გააკეთა ბიძაშვილის მანქანის სანომრე ნიშანზეც, რომლის ფასიც 10 ათასი ლარია.
„არ ვიყიდდი მაგ ნომერს და ერთი მიზეზის გამო, რომ საკუთარი ავტომობილში მაინც ვიყო ნაკლებ ყურადღების ცენტრში. 10 000 გადავიხდი უცნაური სლოგანის მაგვარ ან დევიზურ სანომრე ნიშანში, თუმცა მსგავსი გატაცებები არ მაქვს“, - განაცხადა მომღერალმა.