
„ნუ იჭყანები შენ, გეუბნები მე!“; „გამეიყვანე ახლა მაგ ქალი აქეთ!“; „ხომ მეისვენე ახლა!...“ - ამ და სხვა რეპლიკებს ისვრის ქალბატონი, რომელიც ტელევიზორში ერთერთ სერიალს უყურებს.
სერიალის მოყვარული ქალბატონი ოჯახის წევრებმა გადაიღეს. ეკრანს მიჩერებული ქალბატონი არაფრად აგდებს ოჯახის წევრთა სიტყვებს: „არ ესმით მაგათ შენი ლაპარაკი!“ და სერიალის პერსონაჟებთან ლაპარაკს აგრძელებს.