მუშაობდა თუ არა გიორგი სიგუა სექსინსტუქტორად

Image

 ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ამბობს, რომ წლების წინ ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო ქვეყნიდან წასვლა მოუწია.

 

 

„მე და ჩემი მეგობრები პირველები ვიყავით, რომლებმაც სააკაშვილის გარკვეული გადაწყვეტილებების გაპროტესტება დავიწყეთ. ამის გამო ძმები ახალაიები, გივი თარგამაძე, ლადო ვარძელაშვილი გვემუქრებოდნენ.

 

მოვიდნენ უნივერსიტეტში და ლექტორებს უთხრეს, თუ გიული ალასანიას დაქალს, რუსუდან ლორთქიფანიძეს ხმას არ მისცემდნენ, ყველას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ეს საქმე ამოწიონ და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვიქნები. მომკლავდნენ აქედან რომ არ წავსულიყავი.

 

გერმანიაში გავიქეცი თავის საშველად. ცოტა ხანს ნათესავის სახლში ვცხოვრობდი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ისტორიის მქონე პირისთვის იმ ქვეყანაში დარჩენა არ ივარგებდა, ამიტომ ჯობდა, ბელგიაში წავსულიყავი და პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა. ასეც მოვიქეცი. ბელგიაში 2 წელი ვიცხოვრე.

 

ლტოლვილთა ბანაკში ორსართულიან საწოლზე მეძინა რამდენიმე ჩეჩენთან ერთად. მერე მუშაობის უფლებაც მომცეს, ყვავილებს ვრგავდი, შემდეგ მარწყვს ვკრეფდი. დავიწყე ფლომანური ენის სწავლა - სახელმწიფომ დამიფინანსა.

 

რესტორანში თეფშების მრეცხავის ადგილი ვიშოვე. საათში 8 ევროს მიხდიდნენ. შემდეგ უკრაინაში მოვხვდი, მერე - გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, სამხრეთ, ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ა.შ“, - ამბობს სიგუა.

 

კითხვაზე მუშაობდა თუ არა იგი თურქეთში სექსინსტრუქტორად პასუხობს: „თურქეთში - არა, სხვაგან მოხდა... მე, დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი, მეორეკურსელები, ბულგარეთში ვიყავით.

 

მაისურები ვიყიდეთ, რომლებსაც ეწერა, რომ სექსის პირველი გაკვეთილები უფასო იყო. ამ მაისურებით დავდიოდით ქუჩაში და პლაჟზე და სულ ეგ იყო“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.

 

„სარკე“

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !