საირმის ტყეში დაკარგული ცოტნე ჭანტურიძის გარდაცვალების დეტალები

Image

მაშველებმა საირმეში დაკარგული 20 წლის ცოტნე ჭანტურიძე გარდაცვლილი იპოვნეს. იგი ხევში იყო გადაჩეხილი.

 

 

ცოტნეს ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, რომ მას ლაშქრობა ძალიან უყვარდა და საირმის ტყეში უკვე მეოთხედ იყო ასული...

 

„ცოტნეს ლაშქრობებზე სიარული სკოლის ასაკიდან უყვარდა. საირმეში, სადაც ბოლოს დაიკარგა, რამდენჯერმე იყო ასული. ჯვარზე მოსალოცად ადიოდა.

 

დედამისმა თქვა, ორ-სამჯერ იყო ასული იქ, ბუნებაში ყოფნა ყველაფერზე მეტად უყვარდაო. ბოლო, საბედისწერო ლაშქრობაზე წასასვლელი ფული ბაბუასთვის უთხოვია, - ბაბუ, ჯვრის მოსალოცად მინდა ასვლაო. მანაც უარი ვერ უთხრა, - ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა...

 

ოთხი დღე მშვიდობით იარეს თურმე.  უთქვამს, - მე აქაურობა კარგად ვიცი, წინ წავალ და იქიდან გიკარნახებთ, როგორი გზით იაროთო. მართლაც ასე მოქცეულა. 10-15 წუთის განმავლობაში ეძახდა თურმე, ამ გზით წამოდით, იქ ფრთხილად იარეთ, გადასავარდნიაო...

 

მათ შორის დაშორების მანძილი 100 მეტრამდე იქნებოდა. შემდეგ კი, უცებ ხმა დაიკარგა და ვიფიქრეთ, შორს წავიდა უკვე და ჯვარზე უნდა დაგვხვდესო. მას ხომ მთაში სიარულის გამოცდილება ჰქონდა...

 

ჯვარზე მისულებს იქ რომ არ დაგვხვდა, ვეძახეთ, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდა, იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე დავბრუნდით და საირმის ადმინისტრაციას შევატყობინეთ, - ბიჭი დაიკარგაო...

 

მთელი ღამე ეძება სამაშველო სამსახურმა, ყველა ის ადგილი მოიარა, სადაც შესაძლო იყო, ცოცხალს შეეფარებინა თავი. მეორე დღეს უკვე ცხედარს ეძებდნენ, თუმცა, ჩვენ, მეგობრებსა და ოჯახს მაინც იმედი გვქონდა, რომ თავისი გამოცდილება გადაარჩენდა.

 

მეოთხე დღეს, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა იპოვა ცოტნეს დამტვრეული და დასახიჩრებული ცხედარი.

 

არ იციან, ხმა რომ გაწყდა, მაშინ გადაიჩეხა თუ შემდეგ აერია გზა. შეიძლება, რამდენიმე საათი ცოცხალი იყო და ამოსვლას ცდილობდა... სანამ ცხედარს იპოვიდნენ, მშობლებს მაინც ჰქონდათ იმედი და ლამის ყოველდღე მივდიოდით მათთან. ახლა კი, ისეთ საცოდავ დღეში არიან, გული მოგიკვდება. ბაბუამისი ცოცხალ-მკვდარი იყო.

 

ცოტნემ რამდენიმე დღის წინ აიღო მართვის მოწმობა და ძალიან უხაროდა. ძალიან კეთილი ადამიანი იყო, ამას წინათ, ქუჩაში უპოვარი უნახავს, რომელსაც ქუდში სულ რამდენიმე თეთრი ეყარა თურმე.

 

ცოტნეს გიტარაც თან ჰქონია, მთელი დღე მის გვერდით მდგარა და მღეროდა თურმე, იმას რომ დახმარებოდა. ასეთი იყო ცოტნე...“ - იხსნებს მისი მეგობარი.

 

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !