პროდიუსერი კახა მამულაშვილი აცხადებს, რომ ის ნუცა ბუზალაძის გულის მესაიდუმლეა.
„ადრე პატარა ნუცას ვუთხარი, რომ გაიზრდები, შენ უნდა შემინახო-მეთქი. თავს მიქნევდა, კიო. დღეს ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი დალაგებულია, მათ შორის ბიზნესის კუთხითაც.
ნუცამ იცის, რომ სხვა ჩვენს ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს. ყველაფერს მეუბნება, ოღონდ სულ ყველაფერს.
მისი გულის მესაიდუმლე მხოლოდ მე ვარ. ადრე გათხოვებას არ ვურჩევ. დავხოცავ ყველას!... შანსი არ არის. წინასწარ ვუთხარი, ეს არის ერთადერთი, რაშიც ვერ შევთანხმდებით-მეთქი.
სექტემბრიდან სხვანაირად უნდა შევუბეროთ, გვაქვს გეგმები და ვიღაც ბიჭსა და სიყვარულს ამ გეგმებს ვერ დავანგრევინებ“, - აცხადებს მამულიჩა.
„რეიტინგი“