„პრემიერისგან ტრადიციად იქცა, თავს დაესხას იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ“

Image

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრემიერ-მინისტრის კრიტიკას უსაფუძვლოს და არალოგიკურს უწოდებს.

 

 

მისი თქმით, პრემიერმა არასამთავრობო სექტორის მიმართ ასეთი მიდგომა უნდა დაასრულოს, ვინაიდან ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული ლიდერისთვის.

 

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა, თავს დაესხას იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.

 

ეს არ არის სწორი და არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერისთვის. მე ნამდვილად ვერ დავდებ თავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის პროფესიონალიზმზე, ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე არაობიექტურია, ჩემს ორგანიზაციასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ მივიღებ", - განაცხადა მან.

 

რაც შეეხება ევროკავშირის მაღალი რანგის ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომლის პოზიციაც ღარიბაშვილმა არასამთავრობო სექტორის შეფასებისას  არგუმენტად მოიყვანა, ეკა გიგურის ვარაუდით, ირაკლი ღარიბაშვილი შტეფან ფულესთან შეხვედრას გულისხმობდა.

 

„არ ვიცი, ამ შეხვედრას გულისხმობდა თუ არა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მე რაც მახსენდება, ბოლოს იყო ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით შტეფან ფულეს ვიზიტი, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდა.

 

ამ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა. საუბარი შედგა იმაზე, რომ ზოგადად ოპოზიცია არის სუსტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები იყვნენ აქტიური, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გაიზარდოს.

 

ერთადერთი ბატონი ფულე საუბრობდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ამ აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაემსგავსონ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ აქტივობასა და არასამთავრობეობის საქმიანობას შორის ზღვარი გავლებული იყოს. ერთადერთი ეს კონტექსტი იყო ნახსენები.

 

პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა და მინდა პრემიერს ვუთხრა, რომ თუკი რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ამაზე ისინი ხმამაღლა და საჯაროდ ნამდვილად არ საუბრობენ. ამიტომ ეს ბრალდებები არის არალოგიკური და აბსოლუტურად უსაფუძვლო.

 

ეს უკვე მისთვის ტრადიცია გახდა. სხვათაშორის, ამაზე მას საყვედურობენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა განსხვავებული აზრის მიმართ უნდა დასრულდეს, რადგან არ არის დამახასისთებელი დემოკრატიული ლიდერისთვის", - აღნიშნა გიგაურმა.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !