სანიაღვრე ჭაში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი 24 დღე ებრძოდა სიკვდილს

Image

30 ივნისს ფეიქრების ქუჩაზე ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი თავახდილ სანიაღვრე ჭაში ჩავარდა. ოჯახი და ახლობლები ალექსი ფუხაშვილს  20 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

 

 

როგორც დაზარალებულის მეუღლე, თეონა დაიაური იზსენებს, ალეკო იმ დღეს რესტორანში  იყო თანამშრომლებთან ერთად.

 

„ღამით, დაახლოებით 3 საათზე გამომეღვიძა და ვნახე მისი ერთი საათით ადრე გამოგზავნილი მესიჯი. მას შემდეგ ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. თანამშრომლებმა მითხრეს, რომ რესტორნიდან 3 საათზე წამოსულან.

 

ალეკო მათ დაემშვიდობა და ფეიქრების ქუჩაზე ფეხით წამოვიდა. დიდხანს ვეძებეთ იმ ტერიტორიაზე, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. პოლიცია მეუბნებოდა, 48 საათი გავიდეს და მერე გამოვაცხადებთ ძებნასო. საპატრულომ ალეკოს თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა ის ტერიტორია, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, კვალს ვერსად მივაგენით.

 

დაახლოებით ღამის 11 საათზე ალეკოს ბიძაშვილმა თქვა, კიდევ ერთხელ მივიდეთ ფეიქრების ქუჩაზე თავახდილ ჭასთანო, არადა, იქ მანამდე სამჯერ ვიყავით. წავიდნენ მეგობრები, ჭაში ფარანი ჩაანათეს... უცებ ერთ მეგობარს დაუყვირია, სიღრმეში რაღაც ამოძრავდაო, ჩასძახეს და ალეკოს უპასუხია, აქ ვარო.

 20 საათი იყო სანიაღვრე ჭაში, რომლის სიღრმე დაახლოებით 8 მეტრია.  მავთულს ჩასჭიდებია, არადა, წყალი ისეთი სიძლიერით მიედინება, რომ არ ებრძოლა, დინება მტკვარში გაიტანდა. 

 

მარჯვენა მხარე სულ გაგლეჯილი აქვს, მარჯვენა ფეხი ტერფიანად დამსხვრეული, გულმკერდი - დაჟეჟილი, ელენთა დაზიანებული, ნეკნები დამტვრეული, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი დაზიანებული, კუჭი - გახვრეტილი, სწორი ნაწლავი - გახეთქილი. მიიღო შიდა ქალის ტრავმა.  ფილტვები მხოლოდ მეოთხე დღეს ამუშავდა.

 

ბინძური წყლის ყლაპვის გამო სეფსისიც დაეწყო, განუვითარდა ეპილეფსიაც. ალეკო 24 დღე იყო უგონო მდგომარეობაში. ქირურგებმა მითხრეს, თითქმის მთელი სისხლი მუცელში აქვს ჩაღვრილიო.

 

მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც გარისკეს და ორი ოპერაცია გაუკეთეს. ამ ადამიანებმა მართლა სასწაული მოახდინეს.  მკურნალი ექიმი დღედაღამ თავს დასტრიალებს. ჩემი ქმარი  უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა, არაფერი ახსოვს. 

 

ჩემი ქმარი ერთი წელი მაინც შრომის უუნარო იქნება.  როგორ შევძლებ მე, უმუშევარი ქალი, სამი მცირეწლოვანი ბავშვისა და ავადმყოფი დედამთილის რჩენას?

 

ნოდარ ზარდიაშვილი, შპს "თბილსერვისჯგუფის" დირექტორის მოადგილე:  60 თანამშრომელი მყავს, მუშების ჩათვლით, და ისინი ვერ შეძლებენ, ყოველდღიურად შემოიარონ და 30 000 ჭა შეამოწმონ, არც ვართ ვალდებული. 30 ივნისამდე სამი კვირით ადრე ჩვენმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ ჭას ეფარა თავსახური.

 

შემთხვევის ადგილას ბეტონის ნატეხები ყრია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რკინაბეტონის ფილა ვიღაცამ სპეციალურად დაამტვრია, რომ არმატურა მოეპარა. ეს სანიაღვრე ჭა დასახლებული პუნქტიდან შორს, ლიანდაგიდან 5 მეტრში  მდებარეობს, იქ არც სავალი გზა არის, ფერდობია და ბალახი.

 

როგორც ჩანს, დაზარალებული რკინიგზაზე მეორე მხარეს აპირებდა გადასვლას და სიბნელეში ჭა ვერ დაინახა. როდესაც ამ ოჯახმა მოგვაკითხა, ჩვენ მერიას მივმართეთ და ვთხოვეთ, ფულადი დახმარება გაეწიათ მისთვის, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია.

 

ჩვენც დავიღალეთ - თბილისში ყოველდღიურად იპარავენ ჭის თავსახურებს, ამტვრევენ და არმატურას ჯართად აბარებენ. ვერ ავუდივართ ქურდობას. 

 

თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლახან 15 თავსახური მოგვპარეს. ჭას, სადაც შემთხვევა მოხდა, რკინაბეტონის ფილა დავახურეთ. ყველა თავახდილ ჭას ვახურავთ თავსახურს, მაგრამ შეუძლებელია, ყოველდღე ვიაროთ და ყველა ასეთი ადგილი ვამოწმოთ.

 

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !