შსს-ს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ვუგარ ა-ს ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ნარკოტიკული საშუალება კანაფი უკანონოდ მოჰყავდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 5 ტონა და 287 კგ კანაფი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.