ნუნუკა თამაზაშვილის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

Image

 პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების დღიდან ინტერვიუებისგან თავს იკავებს.

 

 

იგი 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ.

 

ჰყავს ძმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ''ქართული ოცნების'' დეპუტატი გახლავთ. ლექსო თამაზაშვილი დასაოჯახებელია და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ბოლო ცნობილი შემთხვევა გია ნოდიასთან მომხდარ გაუგებრობას უკავშირდება.

 

ნოდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითო კილოგრამი გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილების ოჯახს მიაქვს.

 

„ამხელა კაცი რამ გამოგა... მაგას თუ ვერ დაამტკიცებ, ღირსი არ იქნები, უკან გაგიკეთონ მთელი კარტოფილის მარაგი“ - მისწერა პრემიერის ცოლისძმამ პოლიტოლოგს.

 

ნუნუკას ჰყავს ორი და. ნათია - არჩევნების შემდეგ დაოჯახდა და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად მთავრობის კანცელარია აქვს მითითებული, უმცროსი  – მარიამი სკოლის მოსწავლეა.

 

ნანუკას და ირაკლის  სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია.

 

მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

 

ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.

 

როგორც მამა ახასიათებს, ნუნუკა წყნარი, ეკლესიური გოგოა, მაგრამ თუ ოჯახს გაუჭირდა, კაცს ცხენიდან ჩამოაგდებს. მისივე თქმით,  ნუნუკა კარგი დიასახლისია და ყველანაირი კერძის მომზადება იცის. მეუღლეს კი განსაკუთრებულად მისი გაკეთებული ხინკალი უყვარს.

 

მედიისგან ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, რამდენიმეჯერ სკანდალში მაინც გაეხვია. პირველად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს. საღამოს საზეიმო მიღებაზე ნუნუკას კაბის ფასს სერიოზული რეზონანსი მოჰყვა.

 

ოსკარ დე ლა რენტას კოქტეილის კაბის ღირებულება 6490 დოლარი გახლდათ. მაშინ ღარიბაშვილის ცოლის კაბის ფასს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც წერდნენ, რომ ეს კაბა, სხვებისგან განსხვავებით, ხალხის ფულით არავის შეუძენია, მინიშნება ''ნაციონალების'' მეორე ნახევრებზე კეთდებოდა.

 

მეორედ ის პოლიტიკოს გივი თარგამაძის კრიტიკის ობიექტი გახდა. 17 ივნისს ღარიბაშვილმა თავის  ვაჟს, ნიკოლოზს, დაბადების დღე გადაუხადა.

 

„16 საათსა და 20 წუთიდან წყნეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან დაიწყეს რეკვა და მოთხოვნა: ქვემოთ ჩამობრძანდით და მანქანები გადააყენეთო.

 

მცხოვრებთა გაოცებულ შეკითხვაზე, აქ ვცხოვრობთ და ავტომობილებიც აქ გვიყენია, რასთან დაკავშირებით მოითხოვთ ასეთ რამესო, მიუგეს, დაბადების დღეა და დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ასე მოიქეცითო.

 

კორპუსის პირველ სართულზე საბავშვო ცენტრი მუშაობს. მუშაობს დიდი ხანია, მაგრამ ასეთი მოთხოვნა პირველად გაისმა. ქვემოთ ჩასულ მეზობლებს ცენტრის ადმინისტრაციის ნაცვლად ხელში შერჩათ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებიც უკვე გაშინაურებულიყვნენ და ''სიტუაციას ალაგებდნენ''.

 

გაწმენდილი ტერიტორია ლენტით შემოფარგლეს, ტრასის ორივე მხარეს დაცვა განალაგეს და უკვე ზუსტად 18 საათზე ცენტრის კარებში სტუმრებს ეგებებოდა ბიძინას მიერ პირველ ლედიდ სახელდებული ქალბატონი ნუნუ! ალბათ უკვე მიხვდით, რომ ზეიმობდნენ ჩემი მეზობელი ჰაკიმის ბავშვის დაბადების დღეს.

 

ბავშვს, რა თქმა უნდა, ვულოცავ და ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებ, შენ კი, მომისმინე, შვილო: ასე შვილს მთელ შინაგან სამყაროს დაუმახინჯებ და გამოუსწორებელ ტრავმას მიაყენებ.

 

ან ხალხს რატომ აწუხებ? თანაკორპუსელებს ლიფტს უბლოკავ, ქუჩაზე მოსიარულეებს - ტაქსის და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებებს. მოსაშვილის ქუჩაზე ნაციან-გიჟქოციანად ერთიანად ყველას შეაძულე თავი, დედოფლისწყაროში ბებიას დაცვით დაატარებ და შენს სახლთან ძროხა თუ ჩაივლის, პატრონს აჯარიმებ, ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც უკვე იღრინებიან შენი მისამართით.

 

გამოფხიზლდი, აზრზე მოდი, თორემ იმ ბარაბანს რომ დაჰკრავენ, ყველაზე ჭაკად შენ გექნება საქმე. ხო, ერთიც, ბავშვს შენი არითმეტიკა არ ასწავლო, ცოდოა. გაუძელით, თანამემამულენო, ბარაბანს დაჰკრავენ მალე!" - დაწერა მაშინ თარგამაძემ სოციალურ ქსელში.

nunuka-tamazashvili.jpg

nunuka-tamazashvili1.jpg

nunuka-tamazashvili2.jpg

 

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !