იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის აკაკი ტყავაძის თქმით, მაშველები საირმის ტყეში დაკარგულ ახალგაზრდას 4 დღე ეძებდნენ.
მისივე განცხადებით, ცოტნე ჭანტურიძის ცხედარი, საჰაერო ძებნის შემდეგ, მაშველებმა ხევში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ცოტნე ჭანტურიძე მეგობრებთან ერთად საირმის ტყეში ჯვრის მოსალოცად მიდიოდა. მეგობრებმა შეისვენეს, მან კი გზა განაგრძო და მეგობრებმა ვეღარ იპოვეს.