-
2014-08-02 22:37
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის განცხადებით, ჩანაწერის საქართველოში ჩამოტანა მას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სთხოვა.
„სახლში დამირეკეს და საელჩოში მისვლა მთხოვეს, სადაც სპეცკავშირით დამიკავშირდა პრემიერ-მინისტრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ სთხოვეს პრემიერს, რომელსაც, ბუნებრივია, შეეძლო ჩემთვის დაევალებინა.
მითხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რასაკვირველია, მათაც შეუძლიათ ეს გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება, ამიტომ იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ ეს ინფორმაციაო.
აეროპორტში შემხვდა ის და გადმომცა პატარა საგანი. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლს-თქო და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობა-თქო, მაგრამ სწორი იყო – ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი.
ის ჩემს ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე გადავეცი ისევ პატარა საგანი", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის: იმ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო.