
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა ორსულად არის.
ეს ფაქტი Ambebi.ge-ს გიორგი მარგველაშვილის მეგობარმაც დაუდასტურა. მისი თქმით, წყვილმა ბავშვის სქესი ჯერ არ იცის.
პირველი ლედი პრეზიდენტის გვერდით სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩნდება.
ბოლოს ისინი კამერებმა „ვაჟაობის“ დღესასწაულსა და შვეიცარიის ელჩის სახელით გამართულ მიღებაზე დააფიქსირა.