
მსახიობმა სოციალურ ქსელში შოტლადიურ კილტში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და მინაწერიც გააკეთა, რომ ამ ფორმაში თავს კომფორტულად გრძნობს.
როგორც ირკვევა თუმანიშვილის თეატრი ედინბურგის ფესტივალზე იმყოფება და მსახიობები კარგად ერთობიან.
იმის დასადასტურებლად, რომ ისევ ყიფშიძეა და მთლად არ გაშოტლანდიელებულა, მსახიობმა ერთ-ერთ ფოტოზე კილტი აიწია და ქვედა საცვალი გამოაჩინა.
საქმე იმაშია, რომ შოტლანდიელები კილტის შიგნით ტრუსებს არ იცვამენ.