ქართველი მომღერალი აზერბაიჯანის დედაქალაქში „ჩიხურას“ საგულშემატკივროდ იყო ჩასული.
სუხიტაშვილი ადასტურებს, რომ არეულობა მატჩის დროს ქართველების მიერ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია.
„საგულშემატკივროდ იყვნენ ჩამოსულები „ჯვაროსნები“ და „ქართული სპორტის ქომაგები“.
მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი. „ქართული სპორტის ქომაგების“ ბანერზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული. რუკაზე კახი და ზაქათალაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა.
ამან გამოიწვია დაძაბულობა და არეულობა.
ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად მივედი და მეც იმ გულშემატკივრებს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც დასაკავებლად განყოფილებაში მიჰყავდათ“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.