აღნიშნული დაფები აეროპორტში საქართველოს შსს-ს და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებმა განათავსეს.
საინფორმაციო დაფებზე მოცემულია ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებისა და საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების შესახებ.
ინფორმაცია წარმოდგენილია ხუთ ენაზე: არაბულად, ინგლისურად, სპარსულად, ფრანგულად და რუსულად.