ვანის შემზარავი ტრაგედია: „მესმოდა ნანას ხმა - ელგუჯა მიშველე, დამეხმარე, გადამარჩინეო...“

Image

რამდენიმე დღის წინ, გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა ღვარცოფმა  ვანის რაიონის სოფელ გორაში სამი ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

ტრაგედია საღამოს 6 საათზე დატრიალდა.

 

ელგუჯა ვაშაყმაძე, მისი მეუღლე, ნანა და სამი მეზობელი - თეა გაბუნია, ქეთინო მარგველაშვილი და მერი გაბუნია  „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანით შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც ხიდი ჩაინგრა და ავტომანქანა წყალში გადავარდა.

 

მეზობლები შორიდან უყურებდნენ, აბობოქრებული მდინარის ტალღებში როგორ იძირებოდა ავტომანქანა, საიდანაც პერიოდულად ქალების კივილი ისმოდა.

 

სამაშველო სამსახური  მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე. მთელი სოფელი ქუჩაში გამოვიდა და სამაშველო სამსახურის ბიჭებთან ერთად დაკარგულებს მთელი ღამე ეძებდნენ.

 

ხალხის თავგანწირვამ ორი ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს.  მანქანის მძღოლი, ელგუჯა ვაშაყმაძე და მისი მეზობელი, მცირეწლოვანი შვილების დედა, თეა გაბუნია მალევე იპოვეს.

 

ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  იმავე დღეს იპოვეს ელგუჯას მეუღლე, ნანა ვაშაყმაძე, რომელიც გარდაცვლილი აღმოჩნდა. კიდევ ორი დაკარგული ქალის პოვნა მეორე დღეს შეძლეს.

 

„ძალიან მძიმეა ელგუჯა ვაშაყმაძის მონათხრობი. ის ამბობს, ჯერ კაპოტს მოვეჭიდეთ, მაგრამ დინებამ გაგვიტაცა, მესმოდა ნანას ხმა - ელგუჯა მიშველე, ვიხრჩობი, დამეხმარე, გადამარჩინეო. ის საპირისპირო მხარეს იყო, წავედი მისკენ, ვცდილობდი, რამენაირად ამომეყვანა, ამ დროს მორი მომხვდა საფეთქელთან, გავითიშე და მერე არაფერი მახსოვსო.

 

ელგუჯა დინებამ კლდის მხარეს წაათრია, მერე ისევ მოვიდა გონზე და ხის ტოტზე იყო ჩაბღაუჭებული, როცა ის იხსნეს. სულ დაფხოჭნილია ელგუჯა, ნაფოტებისგან ალბათ, დაზიანებები აქვს, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი, მაგრამ კაცი შოკშია.

 

თითქმის მთელი ღამე მთელი სოფელი ფარნით ხელში ვეძებდით ქეთინო მარგველაშვილს და მერი გაბუნიას, ისინი სამაშველო სამსახურის დახმარებით მეორე დილით ვნახეთ. ქალების ცხედრები ერთმანეთის მოშორებით იყო.

 

დაახლოებით, ერთ კილომეტრში. ერთი გარდაცვლილი ქალბატონის მხოლოდ ხელები ჩანდა, სხეული სილაში იყო ჩაფლული. ენით აღუწერელი საშინელება იყო. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეს მდინარე ასე ადიდებული არასოდეს ყოფილა,“ - ჰყვება სოფელ გორას რწმუნებული, იოსებ ჩიტორელიძე. 

 

 

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !