საჩხერის „ჩიხურა“ ისევ სკანდალში გაეხვია

Image

ბაქოს „ნეფთჩისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ მატჩი კონფლიქტით დასრულდა.

 

გულშმატკივართა შორის ატეხილი ჩხუბის მიზეზი „ჩიხურას“ ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუქის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო მითითებული.

 

„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, ვინც ეს რუკა გამოფინა, გუნდის ნამდვილი გულშემატკივარი არ არის.

 

ერთ-ერთი ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩისას დროშა, „ქართული სპორტის ქომაგებმა“ გამოფინეს. ტრიბუნებზე გამოტანილ დროშაზე სწორედ აღნიშნული ფან-კლუბის ლოგო იყო დატანილი.

 

ეს დროშა  საფეხბურთო თუ  სხვა სპორტული შეჯიბრებების  დროს ყოველთვის იყო ტრიბუნაზე გამოტანილი და არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი. ბოლო ასეთი შემთხვევა „ჩიხურა“-„ბურსას“ მატჩის დროს მოხდა. 

 

მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი დააკავეს.

 

სანდრო გოჩაშვილის თქმით, ოპერატორს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთ განყოფილებაში ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

 

„მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით სტადიონის გარეთ, სადაც გვინდოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩაგვეწერა. ამ დროს დავინახეთ, რომ მათ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ დროშებს და ტენიდნენ პოლიციის დიდ ავტობუსში. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვიღებდით.

 

ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩვენი დაკავების  ბრძანება გასცა. მოცვივდნენ, ჩაგვტენეს მანქანაში, ჩემს ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაგვართვეს კამერა და წაგვიყვანეს განყოფილებაში. იქ კი გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს, ვინ ყვიროდა „არმენიას“.

 

ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვქონდა და იქით ვეკითხებოდით თუ რატო დაგვაკავეს და რატომ დააკავეს ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს დაკავებაზე მათ პასუხი არ ქონდათ და გულშემატკივრებზე ამბობდნენ, რომ „არმენიას“ ყვიროდნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანდითო. განყოფილებაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოჩაშვილმა.

 

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !