
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელიც თავად გადაიღო.
ვიდეოკადრებში ნაჩვენებია თუ როგორ აჩერებს მას საპატრულო პოლიცია და ღერძულა ხაზის გადაკვეთას ედავება, რასაც დეპუტატი უარყოფს და თავად პატრულის თანამშრომლებიც ვერ უმტკიცებენ.