ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"

Image

გოგონები ხშირად თხოვდებიან წარმატებულ და შეძლებულ ბიჭებზე, რის გამოც მათ მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ ამ მხრივ არც ბიჭები არიან გამონაკლისები...

 

 

გურამ ბაბლიშვილი რუსულ შოუ-ბიზნესში უკვე კარგად არის ცნობილი. ეს კი მისი მეუღლის, ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვას დამსახურებაა.

 

გურამმა და ანფისამ ერთმანეთი ფილმის გადაღების დროს გაიცნეს. როგორც ბაბლიშვილი იხსენებს, ერთხელ ანფისას სახლში გაუარა, ძალიან შიერი იყო, ტელეწამყვანმა კი მას წვნიანი მოუმზადა, რომელიც ძალიან მოეწონა და იმ დღიდან გრძნობები გაუჩნდა ანფისას მიმართ.

 

შემდეგ წყვილმა იქორწინა, საქართველოშიც იმყოფებოდნენ, ვაჟი სოლომონიც შეეძინათ.

 

ანსამბლ "ალილოს" წევრი ბექა ჩხაიძე რატომღაც მხოლოდ წარმატებულ ან შეძლებული ოჯახის შვილებს ეტრფის.

 

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის, ნათიას მოტაცების გამო ბექა დაპატიმრებულიც იყო. ნათია  საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაუშვეს.

 

ბექა ჩხაიძის დიდი სიყვარული იყო მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი.  ამბობდნენ, რომ ის მუდამ ანებივრებდა ბექას სიურპრიზებით, ხელს უწყობდა, კარგად აწყობილიყო მისი კარიერა, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ.

 

ამბობენ, რომ დაშორების გადაწყვეტილება ეკომ მიიღო, თუმცა ხმამაღლა ამ დეტალებზე არცერთი საუბრობს.

 

chxaize.jpg

 

წლების წინ მომღერალ გიგა კვენეტაძის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც მისი კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა.

 

პროდუსერ ნინო წიკლაურთან გიგას 6-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირდებდა, რომელიც ქორწინებით დასრულდა. ნინო მასზე რამდენიმე წლით უფროსია, მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია.

 

ნინოს დახმარებით გიგამ საკუთარი კარიერა მოსკოვში გააგრძელა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გიგას კარიერა აღმავლობის გზაზე დადგა, ნინოს გაშორდა.  გიგა მოსკოვში დარჩა სამუშაოდ, მაგრამ მისი კარიერა წინ არ წაწეულა.

 

ნინო კი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დირექტორზე გათხოვდა.

 

kvenetadze.jpg

 

გიორგი ნაზღაიძეზე ამბობენ, რომ ყოველთვის მდიდარი შეყვარებული ჰყავსო. იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი მინისტრის ცოლი ნაზღაიძეს შეხვედრას ევროპაში უნიშნავდაო.

 

ერთი წლის წინ ის ამერიკაში მცხოვრებ მარიამ ქინქლაძეზე იყო შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

 

მარიამი და გიორგი დასასვენებლად მალდივებზე იმყოფებოდნენ, მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო, ნაზღაიძე ამერიკაში აპირებდა სამუდამოდ წასვლას, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ.

 

nazgaidze.jpg

 

 

ambebi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !