
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ავტობაზრობის შესასვლელთან მოხდა.
,,ტოიოტას" მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთ-ერთის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.