-
2014-07-30 14:05
დღეს თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე „გალფის“ ნავთობბაზაზე ხანძარი ბენზინმზიდს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.
მისი თქმით, ცეცხლი ავტოფარეხსა და გასამართ სადგურს ეკიდა და რეზერვუარებთანაც მიახლოებული იყო.
„დიდ საფრთხეს გადავურჩით. მიმდებარე ტერიტორიაზე 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე, ისინი რომ აფეთქებულიყო გლდანის მოსახლეობა ძალიან დაზარალდებოდა, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაზარალდა ერთი ადამიანი,“ -აღნიშნა თემურ გიორგაძემ.
ნავთობბაზის ტერიტორიაზე 12-მდე მანქანა დაიწვა. მიმდებარე ობიექტებზე მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა, მხოლოდ 4 მანქანა დაზიანდა მიმდებარე პროფილაქტიკაში.