აღნიშნულის თაობაზე „გალფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ჯიბლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხანძარი ბენზინმზიდს გაუჩნდა, თუმცა მიზეზები დადგენილი არ არის.
„იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში კომპანია, შესაბამის ორგანოებთან ერთად, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს", - განაცხადა ჯიბლაძემ.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება სრულიად მოახდინა.