
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მომღერალმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ჩემზე ჭორი გავრცელებულა გარდაიცვალაო, და რითი, იქნებ ესეც გამირკვიოთ?“
ამ სტატუსს „ფეისბუქზე” დიდი მხიარულება და სახალისო კომენტარები მოჰყვა.
„არ დაიჯერო ნიინ, ძალიან დიდხან იცოცხლეეებ“ - წერს ერთი მეგობარი.
„მომატებული სიყვარულით გარდაიცვალაო“ - დაასკვნა მეორემ.
„ამ ჭორზე არაფერი გამიგია“ - დაწერა ლაშა ონიანმა.
„ნოდიკომ გამომიტირა უკვე“... - უპასუხა ნინი შერმადინმა.