
მოკლული ჟურნალისტის ძმა, ვახო სანაია აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილს მისი ძმის მკვლელობის საქმეზე ინფორმაცია ჰქონდა და სავარაუდოდ, ჩვენების მიცემასაც აპირებდა.
„ყველამ და მათ შორის, ეროსიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.
მას შემდეგ, რაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, ეროსი შედიოდა იმ ოთხეულში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი იყო...
საჭირო იყო ხელახალი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში, ბევრ სხვა ადამიანებთან ერთად, დაიკითხებოდა ეროსი
კიწმარიშვილიც, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდიდა“, – ამბობს ვახო სანაია.
ტელეწამყვანი მისი ძმის მკვლელობისთვის გასამართლებულ გრიგოლ ხურცილავას მიმართავს, რომ მისი გათავისუფლებით საქმე არ დასრულებულა.
„პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. მას მოუწევს სხვა სასამართლო პროცესზე მოსვლა, ილაპარაკოს სიმართლე და პასუხი გასცეს სხვა შეკითხვებს.
მაგალითად იმას, თუ რა ბედი ეწია მის ვალებს“, – ამბობს სანაია და დასძენს, რომ მოწმეები მზად არიან, მისცენ რეალური ჩვენებები, მოყვნენ, ვინ მიდიოდა მათთან და ვინ აიძულებდა ჩვენების შეცვლას.
„პრაიმტაიმი“