-
2014-07-23 09:20
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი დაიკავებს, გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი იქნება.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად გიორგი მღებრიშვილია წარდგენილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად - დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი გელა დუმბაძე დაიკავებს.
რაც შეეხება კულტურის მინისტრს, მისი კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და მას პრემიერი უახლოეს ხანებში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები 21 ივლისს განხორციელდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ცვლილებების მიზანი მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02