
პრემიერ-მინისტრის მიერ 7 მინისტრის გათავისუფლების საკითხს „არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრემიერმა მხოლოდ ის მინისტრები გაათავისუფლა, ვისი თანამდებობიდან წასვლაც უმტკივნეულოდ ჩაივლიდა.
„გადაწყვიტეს იმ მინისტრების ცვლილებები, რომელთა უკანაც არ დგას რომელიმე პოლიტიკური ძალა და ვისი თანამდებობიდან წასვლაც უმტკივნეულოდ ჩაივლიდა „ქართული ოცნებიდან“. სოზარ სუბარი ყოველთვის აცხადებდა, რომ მას სურდა მინისტრობა და რომელ დარგში იქნებოდა მინისტრი, მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ის იმ სამინისტროშიც კმაყოფილად გრძნობდა თვს, რომლის ყველაზე დიდ დეპარტამენტსაც ვერ აკონტროლებდა. როგორც ჩანს, ახლა თვლის, რომ დევნილების სამინისტრო მაქსიმალურად კომფორტულია, თუმცა ასე არ ვთვლი. ძალიან რთული დარგია. სიმართლე გითხრათ, ისიც არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფრის მინისტრად ვარგოდეს“, - განაცხადა კახიშვილმა.